შვეიცარიის ავიახაზების ბორტგამცილებლებს პლანშეტებს დაურიგებენ. კომპანია Swiss-მა გადაწყვიტა, ავიალაინერის პერსონალი თანამედროვე ტექნოლოგიით უზრუნველყოს. გაჯეტების დარიგება დეკემბრის თვიდან დაიწყება და მთლიანობაში მათ 3500 თანამშრომელი მიიღებს. სიახლე ბორტგამცილებლებს საშუალებას მისცემს, მუდმივად ინფორმირებულები იყვნენ და რეისისთვის მომზადებაც დროულად მოასწრონ. პლანშეტი მათ ინფორმაციას მგზავრების შესახებაც მიაწვდის, რაც Swiss-ით მგზავრობას კიდევ უფრო კომფორტულს გახდის.
აღსანიშნავია, რომ გაჯეტები მხოლოდ სამსახურისთვის იქნება განკუთვნილი და ბორტის წევრები მათ პირადი მიზნებისთვის ვერ გამოიყენებენ.