LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრაზილიაში ეროტიკული გასართობი პარკი გაიხსნება

84

ახალი თემატური პარკი 2018 წელს გაიხსნება სან-პაულოს შტატის ქალაქ პირასიკაბაში. ErotikaLand მსოფლიოში პირველი ეროტიკული პარკი იქნება, სადაც 150 000 კვადრატულ მეტრზე უამრავი ატრაქციონი მოეწყობა, სენკ-ბარი კი, სტუმრებს აფროდიზიაკით გაჯერებული კერძებით გაუმასპინძლდება.

პარკში, რომლის ბილეთი 100 დოლარი ეღირება, მხოლოდ სრულწლოვანები დაიშვებიან, რომლებიც ეროტიკული სკულპტურების ბაღის დათვარიელებას და ნუდისტურ აუზში ბანაობას, გოუ-გოუ მოცეკვავეებთან ერთად ”სიამოვნების მატარებლით” მოგზაურობას, 7D კინოთეატრში ფილმების ნახვას და სპეციალურ გასართობ ზონაში ეროტიკულ თამაშებში მონაწილეობას შეძლებენ.  

”ErotikaLand-ში აკრძალულია ”ამორალური მოქცევა”. ისინი, ვისაც ატრაქციონი ზედმეტად აღაგზნებს მეზობელ ოტელში შეძლებს დასვენებას”, – აღნიშნა პარკის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მაურო მორატამ და დამატა, რომ პარკის მიზანია მეცნიერულად აუხსნას ადამიანებს სექსი და სექსუალურობის ისტორია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები