LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრაზილიაში გოლი კუბოს გაატანინეს: რა ისტორია იმალება ამ უცნაურობის უკან (ვიდეო)

140
rue2f35d3d404

სოცქსელებში უცნაური ვიდეო გამოჩნდა: ფეხბურთი, პორტუგალიური ენა და გოლი, რომელიც კუბოს გააქვს.

სინამდვილეში ამ ვიდეოს უკან სევდიანი ისტორიაა. ბრაზილიის ქალაქ ფორტალეზეში ასე მიაგეს პატივი მოკლულ ჟარდესონ მარტინსს.

ერთი კვირით ადრე 21 წლის ბიჭი სახლიდან სუპერმარკეტში გავიდა, შინ კი არ დაბრუნებულა: ის პოლიციელმა მოკლა.

ბიჭის მამა ყვება, რომ როდესაც პოლიციელებმა გაიაზრეს, რაც ჩაიდინეს, ბიჭი საავადმყოფოშიც კი წაიყვანეს იმის საჩვენებლად, რომ ვითომ ეხმარებოდნენ. ბიჭი კი უკვე გარდაცვლილი იყო.

სამართალდამცავებმა კი მოხსენებაში ჩაწერეს, რომ დაეჭვდნენ ბიჭს იარაღი ხომ არ ქონდა ისე ეჭირა ხელი ქამარზე. ხოლო როდესაც გაიქცა, ცეცხლი გაუხსნენ. მომხდარის ნაწილი ვიდეოზეც მოხვდა.

რა თქმა უნდა, მოკლულს იარაღი ვერ უპოვეს.

ღარიბ უბანში პადრე ანდრადეში, სადაც 16 ათასი ადამიანი ცხოვრობს, დიდი საპროტესტო აქციები გაიმართა.
ასობით ადამიანი მივიდა ჟარდესონის დაკრძალვაზე.

ბევრი მათგანი ადგილობრივი სამოყვარულო კლუბის მაისურებში იყო, კუბოსაც გუნდის ემბლემიანი დროშა გადააფარეს. ხოლო საფეხბურთო მატჩი უბრალოდ დაკრძალვის ფინალი გახდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები