LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრედლი კუპერმა ირინა შეიკს პარიზში რომანტიული გასეირნება მოუწყო (ფოტოები)

44

მიუხედავად იმისა, რომ ბრედლი კუპერი და ირინა შეიკი საკუთარი ურთიერთობის შესახებ კომენტარს არ აკეთებენ, მათი რომანი სულ უფრო სერიოზულ სახეს იძენს.

წყვილის გარშემო ჭორიც ბევრია: ჯერ ხმები მათი დაშორების შესახებ გავრცელდა, მოგვიანებით კუპერს ნაომი კემპბელთან რომანი „დააბრალეს“, თუმცა ბრედლის გული რომ ირინას ეკუთვნის, ამაში საზოგადოება კიდევ ერთხელ ამ დღეებში დარწმუნდა.

წყვილი პარიზში სეირნობის დროს შენიშნეს. ირინა და ბრედლი ხელჩაკიდებულები სეირნობდნენ და ბევრს იცინოდნენ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები