თუკი მოგზაურობა თქვენთვის ექსტრიმთან ასოცირდება და სახიფათო თავგადასავლებზეც უარს არ იტყოდით, მაშინ Bright side-ის მიერ გამოქვეყნებული დანიშნულებები სწორედ თქვენთვისაა.
გასართობმა პორტალმა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მდებარე საშიში ადგილების სია შეადგინა და მათ შორის ერთ-ერთ ლიდერ პოზიციას ტანზანიაში მდებარე ნატრონის ტბა იკავებს. წყლის ტემპერატურა 50 გრადუსს აჭარბებს, მასში არსებული საშიში მარილები კი ცოცხალ არსებებს არანაირ შანსს არ უტოვებს. უფრო მეტიც, მის სიახლოვეს იმდენად მძიმე ატმოსფეროა, რომ დამთვალიერებლებს ტერიტორიაზე დიდ ხანს გაჩერებაც არ შეუძლიათ.
არანაკლებ საშიში ადგილია ტაილანდში მდებარე ნიანგების ტბა. ტურისტები პირდაპირ ტბის შუაგულში შეყავთ, მათ გარშემო მტაცებლები გროვდებიან და მსურველებს მათი გამოკვება შეუძლიათ.
რაც შეეხება ბრაზილიაში მდებარე გველების კუნძულს – მას პლანეტის ყველაზე საშიში ადგილის წოდება რამდენჯერმე მიანიჭეს. ტერიტორიაზე შესვლა სასტიკადაა აკრძალული, რადგან ის მთლიანად გველებითაა სავსე, რაც იქ მოხვედრილ ადამიანს გადარჩენის არანაირ შანსს არ დაუტოვებს.
და ბოლოს, სახიფათო ადგილთა შორისაა ბოლივიაში მდებარე მადიდის ნაციონალური პარკი. ადგილი, რომელიც ერთი შეხედვით სიმშვიდის განწყობას ტოვებს, სინამდვილეში აგრესიული ფაუნითაა სავსე. რაც იმას ნიშნავს, რომ ტერიტორიაზე არსებულ მცენარეებთან შეხება აუცილებლად ფატალური შედეგით დასრუდება.