ბრიტანულმა გამოცემამ Carwow გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც Mercedes-AMG-ის ექვსი ავტომობილის სადრაგო ცდების ამსახველი კადრებია აღბეჭდილი. ”დამუხტულმა” მოდელებმა 402 მეტრი ერთდროულად გაიარეს.
სტარტზე AMG-ის ორიდან ექვს ლიტრამდე მოცულობის ძრავების მქონე ავტომობილები გავიდნენ: A 45, SLC 43, C 63 S, AMG GT S, GLE 63 S და S 65.
გამოსაცდელი ავტომობილების საერთო სიმძლავრე 3000 ცხენის ძალას აღწევდა.