დიდი ბრიტანეთის რეგიონებმა – კამბრიამ, სტაფორდშირმა და ტისაიდმა თავისი ცხოვრების დონით და ხელმისაწვდომი საცხოვრებლით, უძრავი ქონების სააგენტოს Hamptons International გამოკვლევებში ლიდერის პოზიცია მოიპოვეს, ლონდონი კი, სადაც ცხოვრების დონეც ნაკლებად დამაკმაყოფილებელია, საცხოვრებელი კი, შეუსაბამოდ ძვირი ღირს, ნუსხაში ერთ-ერთ ბოლო ადგილზე მოხვდა. როგორც აღმოჩნდა ბრიტანელების უმრალესობას მშვიდ და ნაკლებად დასახლებულ ადგილებში ურჩევნია ცხოვრება, სადაც ინფრასტრუქტურის ნაკლებობის კომპენსირება ლამაზი პეიზაჟებით შეიძლება.