LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანელმა ბაიკერმა ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა

48

ბრიტანელმა ბაიკერმა ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ტედ ბრეიდიმ მოტოციკლის უკანა საბურავზე 350,6 კმ/სთ სიჩქარის განვითარება შეძლო. რეკორდი ჩრდილოეთ იორკშირის სამხედრო ბაზის საფრენ ბილიკზე დამყარდა და მას გინესის წიგნის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ბრეიდი სპორტულ მოტოს Suzuki Hayabusa-ს მართავდა და როგორც თავად ირწმუნება, მის მოტოციკლეტს 540 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. რეკორდის დასამყარებლად ბაიკერს უკანა საბურავით ერთი კილომეტრი მაინც უნდა გაევლო და მან ეს მხოლოდ მეორე მცდელობით შეძლო.

აღსანიშნავია, რომ წინა რეკორდის ავტორს მასარუ აბეს მოპედის უკანა საბურავით გასავლელად 13 საათი დასჭირდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები