LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანელმა პენსიონერმა მესამე მსოფლიო ომის შემთხვევისთვის „თავშესაფარი ფერმა“ ააშენა

107
ქირიას NEWS შაბლონი

დიდ ბრიტანეთში 71 წლის მეწარმემ სოფლის ტერიტორიაზე 607 ჰექტარზე გადაჭიმული თვითკმარი ფერმა შექმნა, სადაც გლობალური კრიზისის შემთხვევაში დაახლოებით ათას ადამიანს შეუძლია შეფარება. ამის შესახებ გამოცემა Daily Star წერს.

ფერმის დამფუძნებელი, პიტერ დოი, გეოპოლიტიკური დაძაბულობის ზრდის გამო მომავლისთვის მზადებას ცდილობს. მისი პროექტი ინგლისის რეგიონში მდებარეობს.

ფერმის ტერიტორიაზე უკვე ფუნქციონირებს:

  • საკუთარი წისქვილი
  • მეცხოველეობა
  • რძის წარმოება
  • სპეციალური პრესი, რომელიც ზეთისგან დიზელს ამზადებს

გარდა ამისა, ადგილზე ინახება დიდი რაოდენობით კონსერვები და შემუშავებულია გეგმა თანამოაზრეების გასაერთიანებლად. პროექტში გაწევრიანების მსურველებისთვის წევრობის წლიური გადასახადი დაახლოებით 10 ათასიდან 100 ათას ფუნტამდე იქნება.

თავად პიტერი ამბობს, რომ 20 წლის წინ მისი იდეები ბევრს სასაცილოდ ეჩვენებოდა, თუმცა ახლა დამოკიდებულება შეიცვალა.

ის არ ფიქრობს, რომ ბირთვული ომის შემდეგ ცხოვრება რეალური იქნება, მაგრამ მიაჩნია, რომ საზოგადოება შესაძლოა ეკონომიკური კრიზისების გამო დეგრადირდეს ისეთი ქვეყნების მსგავსად, როგორიცაა ზიმბაბვე ან ლიბანი. ამიტომ მისი აზრით, ადამიანები მომავლისთვის წინასწარ უნდა მოემზადონ და მხოლოდ ხელისუფლებას არ უნდა დაეყრდნონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები