ბრიტანელმა პროდიუსერმა და შემსრულებელმა Skepta-მ ახალი Rolls-Royce Phantom-ის სალონი, მორიგი ტრეკის ჩასაწერად, მოძრავი ხმის ჩამწერი სტუდიის როლში გამოიყენა. კომპანიაში ამბობენ, რომ ექსპერიმენტის მიზანი იყო იმის ჩვენება, თუ როგორი კომფორტულია და როგორი სიმშვიდეა ავტომობილის სალონი.
მუსიკის ჩაწერის დროს მუსიკოსი ფანტომის უკანა სავარძელზე იმყოფებოდა. შედეგად ავტომობილში ჩაიწერა ტრეკი „Skepta RR“.
ახალი Rolls-Royce Phantom ამ ზაფხულს გამოჩნდა. სედანმა ადაპტირებული პნევმატური დაკიდება მიიღო. ავტომობილი აღჭურვილია 12 ცილინდრიანი ტვინ ტურბო ძრავით, რომელიც 571 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.
კონვეირიდან გამოსული პირველი ავტომობილი აშშ-ში აუქციონიდან გაიყიდება, ვაჭრობა იანვარში, ფლორიდას შტატში, „ზამთრის ღვინის ფესტივალზე“ შედგება.