LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანეთი შობას სანტა კლაუსების დეფიციტით ხვდება

128
Screenshot 2023-12-19 155231

დიდ ბრიტანეთში პროფესიონალი სანტების სერიოზული დეფიციტი აქვთ. Daily Mail-ის ინფორმაციით, სანტა კლაუსების რაოდენობა ორი მესამედითაა შემცირებული.

ბუნებრივია, დარჩენილ სანტებს ბევრად მეტი საქმე აქვთ, ამიტომ მათი განრიგი 2025 წლამდე სრულად გაწერილია.

გამოცემა ამ ინფორმაციას სადაზღვევო კომპანიებზე დაყრდნობით ავრცელებს. საქმე ისაა, რომ პროფესიონალ სანტებს თავისი დაზღვევა აქვთ, წელს კი ასეთი პოლისების რიცხვი 33%-ით ნაკლებია.

სპეციალისტთა ვარაუდით, სანტების კლება რამდენიმე მიზეზით აიხსნება, მაგალითად ისეთით როგორიცაა – ვეტერანი სანტების პენსიაზე გასვლა და პანდემია, რა დროსაც ბევრმა სანტამ პროფესია შეიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები