LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანეთის დედოფლის ავტომობილი აუქციონზე გაიყიდება

68

ბრიტანეთის დედოფლის ავტომობილი აუქციონზე გაიყიდება. საუბარი Jaguar majestic-ზეა, რომელიც სპეციალურად ელისაბედისთვის შეიქმნა და დედოფალი მას პირადად მართავდა ხოლმე.

ავტომობილი სამეფო ოჯახში 2001 წელს გაჩნდა და 6 წლიანი ექსპლუატაციის შემდეგ ის „პენსიაზე გაუშვეს“. მუშაობის პერიოდში კი მან 24 000 კილომეტრის გავლა მოასწო. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ დედოფლის იაგუარი მინიმუმ 55 ათას ფუნტად გაიყიდება.

აღსანიშნავია, რომ ავტომობილი სტანდარტული მოდელი არ არის და ის სპეციალურად დედოფალზეა მორგებული. მაგალითად, სალონში ქალის ხელჩანთის შესანახად სპეციალური ადგილია გამოყოფილი და გარდა ამისა, ავტომობილში საიდუმლო კავშირისთვის სპეციალური ტექნოლოგიაა დამონტაჟებული. რაც შეეხება მოდელის სიჩქარეს, ის საათში 240 კმ-ს აღწევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები