ბრიტანეთის პოლიციამ „ანტისოციალური მართვის“ გამო 3 სუპერქარის მძღოლი დააპატიმრა. ჩამორთმეული ავტომობილების შესახებ ინფორმაცია იორკშირის პოლიციამ საკუთარი Facebook-ის გვერდის მეშვეობით გაავრცელა.
ავტომობილები ცენტრალურ გზაზე გადაადგილდებოდნენ დ სხვა მძღოლებს მოძრაობაში ხელს ძალიან უშლიდნენ. შესაბამისად, პოლიციამ ყვითელი Lamborghini Aventador, თეთრი Ferrari და მწვანე McLaren 570S დააკავა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მათმა მძღოლებმა ნამდვილი რბოლა მოაწყვეს, რის გამოც მთელი გზა დაიკავეს და ავარიული სიტუაციებიც მრავლად შექმნეს. თუ რა ბედი ეწევათ ჩამორთმეულ სუპერქარებს და რა სანქციები ელით კანონდამრღვევ მძღოლებს – ჯერ-ჯერობით უცნობია.