LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანულმა ენერგოკომპანიამ გათბობაზე ფასების მატების გამო კლიენტებს საბნები დაურიგა

55
FL9XB6nXsAAwRkn

ბრიტანულმა კომპანია Octopus Energy-მ გადაწყვიტა, რომ გათბობაზე ფასების ზრდის კომპენსირებისთვის კლიენტებისთვის საბნები დაერიგებინა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Bloomberg ავრცელებს.

საქმე ისაა, რომ დიდ ბრიტანეთში ელექტრო ენერგიის ღირებულება 54%-ით გაიზარდა და ადგილობრივებს წელიწადში საშუალოდ 700 ფუნტი სტერლინგის გადახდა მოუწევთ. სახელმწიფო ბიუჯეტიდან უკვე გამოიყო 9 მილიარდი ფუნტი, თუმცა ენერგოკომპანიების განცხადებით, ეს თანხა საკმარისი არ არის და ენერგეტიკული კრიზისი გარდაუვალია.

რაც შეეხება საბნებს, ისინი ელექტრონულია და მოსახლეობას შეეძლება რომ სახლის გათბობის გარეშეც გათბეს.
Octopus-ის წარმომადგენელთა ინფორმაციით, მათ უკვე დაარიგეს 4 ათასზე მეტი საბანი და მზად არიან კიდევ უფრო მეტი გასცენ. საბნის მიღების მსურველებმა სპეციალური ონლაინ ფორმა უნდა შეავსონ და ნივთს კურიერი სახლში, უფასოდ მიუტანს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები