“Bright Brussels” იქნება ულამაზესი სანახაობა, რომელიც 10-მდე გრანდიოზულ ინსტალაციას მოიცავს და შოუს ნახვა ყველა მსურველს სრულიად უფასოდ შეეძლება.
ორგანიზატორები სანახაობას „ზღაპრულს“ უწოდებენ და მათი ინფორმაციით, მთელ ქალაქს ერთი დიდი ამბავი გააერთიანებს.
სინათლის სპექტაკლი საღამოს 8 საათზე დაიწყება და მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება. კომპოზიცია ბევრად უფრო ეფექტური იქნება ვიდრე საშობაო განათება თუ სხვა აქამდე გაკეთებული მსგავსი ივენთი. მასზე დასწრების მსურველებისთვის კარებს 18:00 საათზე გახსნიან და ყველა ადამიანს უსასყიდლოდ დაუშვებენ.
აღსანიშნავია, რომ ძირითადი მოქმედება მდინარე სენას გაუყვება.
