ბელგიის დედაქალაქში უახლოეს მომავალში რამდენიმე ათეული სამთვლიანი ელექტრონული ველოტაქსი გამოჩნდება. ჯერ-ჯერობით ბრიუსელში სიახლე მხოლოდ ექსპერიმენტის სახით გამოჩნდება, მაშინ, როდესაც ამ ტიპის ტრანსპორტი ლონდონსა და პარიზში უკვე რამდენიმე წელია გამოიყენება.
გარდა კომფორტისა, სიახლის მთავარი მიზანია გარემოს დაბინძურება მინიმუმამდე დაიყვანოს.
იმ შემთხვევაში, თუ სიახლეს საზოგადოება დადებითად შეხვდება, ბელგიის დედაქალაქში ის მუდმივ სახეს მიიღებს.