LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრმა ფოტოგრაფმა Volkswagen Arteon-ის ფოტოკოლექცია შექმნა

134

საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ახალი, ფლაგმანური სედანი Volkswagen Arteon ბრენდ Volkswagen-ის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ავტომობილია. ამიტომაც, გამომგონებლებმა გადაწყვიტეს ამ ფაქტისთვის ხაზი კიდევ ერთხელ გაესვათ.

უნიკალური ფოტოკოლექციის შექმნისთვის პიტ ეკერტი – ცნობილი ამერიკელი ბრმა ფოტოგრაფი მიიწვიეს.

უნდა აღინიშნოს, რომ Volkswagen Arteon-თან მუშაობა პიტ ეკერტისთვის ეს პირველი საავტომობილო პროექტია, თუმცა ფოტოგრაფი დავალებას შესანიშნავად გაუმკლავდა. აღსანიშნავია, რომ ბატონმა ეკერტმა ავტომობილს ფოტოები სრულ სიბნელეში გადაიღო და ე.წ. „სინათლის ნახატები” შექმნა.

ფოტოგრაფი აღნიშნავს, რომ ახალი Volkswagen Arteon-ის გარეგნობის შეფასება მან ავტომობილის „მოსმენით” შეძლო. ახალი Volkswagen Arteon სედან Volkswagen Passat-ის ბაზაზეა აწყობილი. სიახლე საინტერესოა არა მხოლოდ ძარის უნიკალური დიზაინით, არამედ ინოვაციური ინტერიერით, რომელიც სრულიად ციფრული მოწყობილობათა პანელით გამოირჩევა.

https://youtu.be/bNI6bcQ9qyw

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები