ფრანგული მარკა Bugatti-ს ლოიალურობის პროგრამა ამიერიდან ჰიპერქარზე გარანტიას ზრდის, რაც მისი შენახვის ხარჯებს შეამცირებს.
გარანტია იმ ავტომობილებზე გავრცელდება, რომელთა მფლობელებიც რეგულარულად გაივლიან სერტიფიცირებულ ცენტრებში ტექნიკურ შემოწმებას. ავტომობილის შემოწმება ითვალისწინებს ყველა ელემენტის დათვალიერებას, ასევე კომპონენტების შეცვლას ცვეთის შემთხვევაში.
მწარმოებელი აცხადებს, რომ 15 წლიანი გარანტია კლიენტებისთვის მეტისმეტად მომგებიანი იქნება. მეორეს მხრივ საკითხავია საერთოდ აქვს თუ არა აზრი ეკონომიაზე საუბარს მაშინ, როდესაც ავტომობილის ღირებულება 1 მილიონი ევროა?