LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Bugatti-ს ახალი ჰიპერქარი: პირველი ფოტო

111
bugatti

Bugatti-ს პირველი ჰიპერქარის პირველი ფოტო გავრცელდა. ჯერ კიდევ უსახლო კუპეს ჰიბრიდის აგრეგატით აღჭურავენ და დიზაინის თვალსაზრისით, როგორც ჩანს, სერიოზული ცვლილებები არ არის მოსალოდნელი.

პაპარაცული ფოტოები გამოცემა Top Gear-მა გაავრცელა. სიახლის დებიუტი წელს უნდა შედგეს და ოფიციალურადაა დადასტურებული ის ფაქტი, რომ ჰიპერქარს V16-ის ბაზაზე შექმნილი ჰიბრიდული აგრეგატით დააკომპლექტებენ. აგრეგატის მოცულობა 8,3 ლიტრია, სიმძლავრე დაახლოებით 1000 ცხენის ძალა. დამატებით კიდევ 800 ცხენის ძალას 3 ელექტროძრავა უზრუნველყოფს, ასე რომ ორკარიანის მაჩვენებელი ძალიან ახლოს იქნება Bolide-ს პროტოტიპთან, რომელიც სარბოლო ბენზინით 1850 ძალას ავითარებდა.

კუპეს ტირაჟი 250 ეგზემპლარით განისაზღვრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები