ბუკა პეტრიაშვილმა გასული წელი შეაჯამა. თავადაც რომ არ დაწეროს, აშკარაა, რომ პირადი ცხოვრების თვალსაზრისით, პოლიტიკოსისთვის ეს წელი გარდამტეხი აღმოჩნდა. საკუთარი ბედნიერების შესახებ სწორედ ამ წელს ამცნო „ფეისბუქ“-საზოგადოებას, როცა სოციალურ ქსელში გაამხილა ეკა მიშველაძესთან სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ. წყვილი ამ ამბავს ძალიან მოხერხებულად მალავდა და საზოგადოებისთვის მათი ურთიერთობა ნამდვილად სიურპრიზი აღმოჩნდა. მოგვიანებით, ეკამ და ბუკამ დიდი ქორწილი გადაიხადეს.
ახლახან ბუკა პეტრიაშვილმა თავისი წელი „ფეისბუქს“ ფოტოებით შეაჯამებინა და აღნიშნა: „უხხ, რა მაგარი წელი იყო! „ჰოუმლენდი“ და „ჰაუზ ოფ ქარდი“ არ ვიცი მე! მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის!“
იმავე მეთოდს მიმართა ეკა მიშველაძემაც: „ სერიოზულად რომ შევაჯამო, რთული წელი იყო… ტკივილიანი. ბებო წავიდა, ნეგატივიც ბევრი იყო, თუმცა პოზიტივმა აჯობა აშკარად! შენი დამსახურებაა, ბუკა პეტრიაშვილი. ხარ კიდევ ყველაზე დიდი დოზით წარმოდგენილი ამ კოლაჟში“ – წერს ფოტოკოლაჟის შესახებ ტელეჟურნალისტი.