LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბულგარეთში 14 წლამდე ბავშვები საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ ივლიან

123
ტრანსპორტი

ბულგარეთში 14 წლამდე ბავშვები ავტობუსებით, ტრამვაით, ტროლეიბუსითა თუ მეტროთი უფასოდ შეძლებენ გადაადგილებას. აქამდე უფასო მგზავრობის უფლება მხოლოდ 7 წლამდე ბავშვებზე ვრცელდებოდა.

ამ გზით მთავრობას სურს, რომ ბავშვებს არაეკოლოგიურ ტრანსპორტზე მომავალშიც უარი ათქმევინოს – პირველ რიგში კი საუბარი ავტომობილზეა. ინიციატივის ავტორებს იმედი აქვთ, რომ მათ გადაწყვეტილებას მშობლებიც დაუჭერენ მხარს და ბავშვებს სკოლებში კერძო ტრანსპორტით უფრო იშვიათად ატარებენ.

ახალი წესი არ შეეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს, თუმცა 8-დან 14 წლამდე მოზარდები ამ შემთხვევაშიც 50%-მდე ფასდაკლებას მიიღებენ.

ევროპაში სხვადასხვა მეთოდებს იფიქრებენ, რათა ბავშვებს შედარებით ეკოლოგიური ტრანსპორტი პატარაობიდანვე შეაყვარონ და კერძო ავტომობილსა თუ მავნე საწვავზე უარი ათქმევინონ. მაგალითად, პოლონეთში ყველა პირველკლასელს სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად ველოსიპედები აჩუქეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები