LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბულვარში ვიდექით, ვმღეროდით და გვიერთდებოდნენ ადამიანები…“ – ბაბი კირკიტაძე „ღამის შოუს ბენდის“ ახალი სიმღერისა და კლიპის შესახებ

124
ღამის შოუს ბენდი

ბაბი კირკიტაძე რადიო „არ დაიდარდოსთან“ ჩართვაში „ღამის შოუს ბენდის“ ახალ სიმღერასა და კლიპზე საუბრობს, რომელიც ჯგუფმა ბათუმში გადაიღო.

ბაბი კირკიტაძე:

სიმღერა ექვსი თვეა, გელას გაკეთებული აქვს და ზაფხულის პერიოდს ელოდებოდა, რომ გამოგვეშვა ასე პომპეზურად. ტექსტი ირინა სანიკიძეს ეკუთვნის, არაჩვეულებრივი კოლაბორაცია გამოუვიდათ. კლიპი ბათუმში გადავიღეთ, რაშიც ჩვენი ტელევიზია დაგვეხმარა. სამ დღეში გადავიღეთ, განწყობის კლიპია, სიმღერას უხდება თავისი ცეკვით. ბულვარში ვიდექით, ვმღეროდით და გვიერთდებოდნენ ადამიანები. მგონი, ზაფხულს უხდება.

რას გეგმავთ „ღამის შოუს ბენდი“?

უახლოეს პერიოდში 31 ივლისს, მესტიაში მივემგზავრებით, პირველ აგვისტოს – თეთრიწყაროში. კიდევ შეგატყობინებთ მომდევნო კონცერტების თარიღებს. აგვისტოში ბათუმში იქნება ჩვენი საღამოები და იქ ველოდებით ჩვენს მსმენელს. სექტემბრიდან სიახლეებით დავუბრუნდებით ჩვენს გულშემატკივარს.

გელა გნოლიძე & ღამის შოუს ბენდი – რია რია

აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები