LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბუქარესტში დაბალი გამონაბოლქვის ზონა შეიქმნება

108
ბუქარესტში დაბალი გამონაბოლქვის ზონა შეიქმნება

ბუქარესტის მერია ეკოლოგიურად მავნე ტრანსპორტის შეზღუდვას ჯერ ცენტრში, შემდეგ კი მთელ ქალაქში ეტაპობრივად აპირებს. აკრძალვა შეეხება დიზელზე მომუშავე მანქანებს და იმ ძველ ტრანსპორტს, რომელიც თანამედროვე ეკოლოგიურ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. ეს ეხება არა მხოლოდ ნახშირორჟანგს, არამედ აზოტის ოქსიდების და ჭვარტლის მყარ ნაწილაკებსაც.

ორი წლის წინ რუმინეთის პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც ავალდებულებს ბუქარესტსა და კიდევ 12 დიდ ქალაქს, შექმნან დაბალი ემისიების ზონები, სადაც ავტომობილების მოძრაობა შეიზღუდება ან დამატებითი გადასახადი დაწესდება.

საინტერესოა, რომ გასულ წელს ვარშავის ცენტრშიც შეწყვიტეს ძველი, არაეკოლოგიური მანქანების შეშვება, იგივე ზომა ამოქმედდა მადრიდშიც. დიზელზე და ბენზინზე მომუშავე ავტომობილების შეზღუდვა იგეგმება სტოკჰოლმშიც (თუმცა გადაწყვეტილება დროებით დაპაუზებულია), ხოლო კოპენჰაგენში მსგავსი წესი მთელი ქალაქის მასშტაბით 2030 წლიდან შევა ძალაში.

2035 წლიდან ევროკავშირის ყველა ახალ ავტომობილს უნდა ჰქონდეს ნულოვანი სათბური გაზების ემისია. ეს ნიშნავს, რომ ატმოსფეროში გამოყოფილი გაზების მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს იმ რაოდენობას, რომლის შთანთქმაც ბუნებრივადაა შესაძლებელი — მაგალითად, ხეების მიერ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები