LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Cadillac-ი საფირმო კაფეს ხსნის (ფოტო)

50

კომპანია Cadillac-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საფირმო კაფეს ხსნის. გასართობი და მოსასვენებელი კაფე ნიუ-იორკში მდებარე კომპანიის ცენტრალური ოფისის პირველ სართულზე გაიხსნება. კაფეს სახელად Cadillac House ერქმევა და 2 ივნისს გაიხსნება. დეკორაციებად კი კომპანიის მიერ წარმოებული ავტომობილები და მათი სურათები იქნება გამოყენებული.

როგორც კომპანიის ბრენდ მენეჯერი მელოდი ლი აცხადებს, Cadillac ცდილობს მომხმარებლებს მაქსიმალურად კომფორტული ატმოსფერო შეუქმნას, რათა მათ ნათლად დაინახონ კომპანიის დამოკიდებულება, როგორც ავტომობილებთან, აგრეთვე კლიენტებთან მიმართებაში.

კაფე განთავსებულია ნიუ-იორკში, ჰადსონის ქუჩის 33 ნომერში. სამუშაო გრაფიკი კი დილის 7 საათიდან საღამოს 7 საათამდე დაწესდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები