LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Cadillac-მა ავტოპილოტის რეკლამაში Tesla დატროლა (ვიდეო)

49

ამერიკულმა ლუქსის კლასის მარკამ Cadillac რეკლამა გამოუშვა, სადაც თავისი ახალი ავტოპილოტის უპირატესობას წარმოადგენს. ვიდეორგოლი ვიდეოჰოსტინგ YouTube-ზეა გამოქვეყნებული. Cadillac-მა ახალი ავტონომიური სისტემა Super Cruise შეიმუშავა, რომელიც ავტომაგისტრალებისთვის მსოფლიოში პირველ ავტოპილოტს წარმოადგენს. მას არ სჭირდება მძღოლს მუდმივად ხელი საჭეზე ჰქოდეს.

სწორედ ამითი განსხვავდება ის Tesla-ს ავტოპილოტისგან. ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეორგოლში სედან Cadillac CT6-ის მძღოლი Tesla Model S-ის გასწრებისას დემონსტრაციულად იღებს ხელს საჭიდან. მახასიათებლების ჩვენების მიზნით, გასული წლის სექტემბერში, ავტომწარმოებელმა პროფილური გამომცემლების მიმომხილველებთან და Cadillac-ის აქციონერებთან ერთად ავტოგარბენი ნიუ–იორკიდან ლოს ანჯელესამდე მოაწყო, სადაც გზის ნაწილი ავტომობილმა საკუთარი ძალებით გადალახა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები