LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Calvin Klein-ს ახალი ლოგო აქვს

18

Calvin Klein-ის მოდის სახლის შემოქმედებითი დირექტორის პოსტზე დანიშვნის შემდეგ, რაფ სიმონსმა ჯერ პირველი კოლექცია გამოუშვა, მერე კი, მოდის სახლში შეუდგა რეფორმების გატარებას. პირველ რიგში დიზაინერმა ქალისა და მამაკაცის ჩვენებები გააერთიანა, მოგვაინებით კი, ამერიკული ბრენდის საკულტო ლოგოც შეცვალა.

ზუსტად ისე, როგორც ედი სლიმანმა Saint Laurent-ის მოდის სახლში რვა წლის წინ, სიმონსმა და დიზაინერმა პიტერ სევილმაც გაამარტივეს ძველი ლოგოტიპი და როგორც თავად აღნიშნეს შრიფტის შეცვლით ახალი ემბლემა უფრო ცნობადი და შესამჩნევი გახადეს.

სიმონის განცხადებით, კოლექცია ახალი ლოგოთი მალე გამოვა, მანამდე კი, მსურველებს ძველი და ჩვეული ემბლემით მაისურის შეძენა შეუძლიათ, რომელიც ძალიან მალე საკოლექციო ნიმუშად იქცევა.

https://www.instagram.com/p/BQDVHD6lDFk/

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები