სპორტქარის Caterham Seven SuperSprint მთელი ტირაჟი, 60 ეგზემპლარი შვიდ საათში გაიყიდა.
მიუხედავად იმისა, რომ ყველა ავტომობილი გაყიდულია, ბრიტანული მწარმოებელი აგრძელებს შეკვეთების მიღებას იმ შემთხვევაში, თუკი რომელიმე კლიენტი შეძენაზე უარს იტყვის. Caterham–ში ასევე აზუსტებენ, რომ ეს ავტომობილი კომპანიის ისტორიაში ყველაზე წარმატებული გახდა, რადგან არცერთი სხვა მოდელი ასე სწრაფად არ გაყიდულა.
მოდიფიკაცია SuperSprint–ი სარბოლო ავტომობილს მიეძღვნა, რომელიც 60 წლის წინ კონსტრუქტორმა კოლინ ჩეპმენმა შეიმუშავა. ავტომობილის დიზაინი იმავე სტილშია შესრულებული, რაშიც კლასიკური სპორტქარი. თანამედროვე Caterham–ს აქვს ხის საჭე და მოწყობილობათა პანელი და ციფერბლატების განსაკუთრებული განლაგება.
სპორტქარი 96 ცხენის ძალიანი და სამ ცილინდრიანი ძრავით არის აღჭურვილი. მაქსიმალური სიჩქარე კი 161 კმ/სთ აქვს.
ავტომობილის ღირებულება 30 000 ფუნტი სტერლინგი გახლავთ.