LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Cathay Pacific-ის ბორტგამცილებლებს კაბების ჩაცმა აღარ მოუწევთ

61

ბორტგამცილებლებს კაბების ჩაცმა აღარ მოუწევთ – ავიაკომპანია Cathay Pacific დრესკოდს ცვლის. „The Independent”-ის ინფორმაციით, ჰონგ-კონგურმა ავიაკომპანიამ როგორც იქნა, ინოვაციური გადაწყვეტილება მიიღო. კომპანია 1946 წელს დაარსდა და მას შემდეგ ოფიციალური უნიფორმა კაბა იყო. მიუხედავად თანამშრომელთა მიერ შედგენილი მრავალი პეტიციისა, კაბა დრესკოდის უცვლელ ელემენტად რჩებოდა. 72 წლიანი ბრძოლის შემდეგ კი ბროტგამცილებლებმა სასურველ შედეგს მიაღწიეს და შარვლის ჩაცმის უფლება მოიპოვეს. ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ შარვალი მათ სამსახურს ბევრად უფრო უსაფრთხოს გახდის და მრავალი აბეზარი მგზავრისგან დაიცავს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები