ცელიაკია სისტემური აუტოიმუნური დაავადება, რომელსაც იწვევს ხორბლის, ქერის ან მსგავსი მარცვლეულის საკვებში შემავალი გლუტეინის პეპტიდები. წვრილი ნაწლავის იმუნური აქტივაცია იწვევს ხაოების ატროფიას, ნაწლავური კრიპტების ჰიპერტროფიას და ლიმფოციტების რაოდენობის ზრდას ეპითელიუმსა და საკუთრივ მემბრანაში. აღნიშნული ცვლილებები ადგილობრივად იწვევენ გასტროინტესტინურ სიმპტომებსა და მალაბსორბციას. სისტემური გამოვლინებები საკმაოდ მრავალფეროვანია და პოტენციურად მოიცავს ნებისმიერ ორგანოთა სისტემას.
დაავადება შეიძლება განვითარდეს როგორც ბავშვებში, აგრეთვე მოზრდილებშიც. ცნობილია ცელიაკიის 200-ზე მეტი სიმპტომი, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს. ქრონიკული დიარეა, აუხსნელი რკინადეფიციტური ანემია ან გამონაყარი კანზე. ზრდაში ჩამორჩენა, სიდაბლე, ვიტამინის დეფიციტი (B12, D), განმეორებითი აფთოზური სტომატიტი, განმეორებითი სპონტანური აბორტი და უშვილობა.
ცელიაკია შეგვიძლია დავყოთ მთავარ ქვეჯგუფებად: კლასიკური ცელიაკია, რომლის სიმპტომებია: დიარეა, წონის კლება, მუცლის ტკივილი და დისკომფორტი, დაღლილობა. ატიპური ცელიაკია, როცა აღინიშნება რკინადეფიციტი, დაღლილობა, ღვიძლის ფერმენტების მატება ან უშვილობა. ლატენტური ცელიაკია: ყოველგვარი აშკარად გამოხატული სიმპტომების, ნიშნებისა და დეფიციტების გარეშე. არამორეაგირე ცელიაკია: სიმპტომები ან ლაბორატორიული დარღვევები, არ უმჯობესდება კვებიდან გლუტეინის ამოღების შემდეგ 6 თვის განმავლობაში ან განმეორებითია გლუტეინისაგან თავისუფალი დიეტის დაცვის ფონზე. რეფრაქტერული ცელიაკია: რომელიც შედის არამორეაგირე ცელიაკიის ქვეჯგუფში.