LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცელულიტი

108
ცელულიტი

ცელულიტი კანქვეშა ცხიმოვანი შრის სტრუქტურული ცვლილებაა, რომელიც მიკროცირკულაციისა და ლიმფის დინების დარღვევას იწვევს. სპეციალისტები ტერმინ „ცელულიტს” იშვიათად იყენებენ და ამ მოვლენას „ლიპოდისტროფიას“ ან „ლიპოსკლეროზს“ უწოდებენ. ცელულიტი, ჩვეულებრივ, გოგონებს ემართებათ 20-დან 25 წლამდე, ხშირად – ორსულობის დროს ან მის შემდეგ. მრავალი ექიმი ცელულიტს დაავადებად არ განიხილავს – მას ქალის კანქვეშა ცხიმოვანი შრის დამახასიათებელ ასაკობრივ მდგომარეობად მიიჩნევს, თუმცა ზოგთან ცელულიტი ძალზე იოლი ფორმით ვლინდება, ზოგთან კი – გაცილებით მძიმედ.

გარდა გენეტიკური განწყობისა, რისკის ფაქტორებს წარმოადგენს: პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევა; სხვადასხვა ჰორმონული დარღვევა ან, უბრალოდ, ჰორმონული ფონის შეცვლა; კვების დარღვევა; ცხოვრების უმოძრაო წესი; თამბაქო, სტრესი; წონის ხშირი ცვალებადობა. ამასთან, ჭარბი წონა აუცილებელ ფაქტორს არ წარმოადგენს – გამხდრებსაც შეიძლება ჰქონდეთ მოშვებული კანი ან ცელულიტი. საზოგადოდ, მსუბუქი ცელულიტი ზრდასრული ქალისთვის ნორმაა. უფრო მეტიც – მისი არარსებობა შესაძლოა ჰორმონული დარღვევის მანიშნებელი იყოს, მაგრამ თუ ცელულიტი მკვეთრადაა გამოხატული, სავარაუდოა კანქვეშა ცხიმოვანი შრის ან მთელი ორგანიზმის დაავადება.

მიუხედავად იმისა, რომ მედიცინა ცელულიტს დაავადებად არ განიხილავს, ქალთა უმრავლესობა მას სერიოზულ პრობლემად მიიჩნევს და ძალისხმევას არ იშურებს მის დასამარცხებლად. ხილული შედეგის მისაღწევად აუცილებელია კომპლექსური მიდგომა: ზედმეტი წონის მოშორება; სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება; ნივთიერებათა ცვლის გააქტიურება; კუნთებისა და შემაერთებელი ქსოვილის გაძლიერება; კანის ტონუსის გაუმჯობესება. ერიდეთ წონის მკვეთრ შეცვლას; თუ ინტენსიურად მისდევთ სპორტს, უცბათ ნუ შეწყვეტთ ვარჯიშს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები