LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩაკვეტაძე საოპერაციოა

117
39229010_2170840732929371_7196486144198967296_o

დღეს ბელგიის თასის ფინალია. ბრიუსელში ქართველების „გენტი“ „მეხელენს“ შეხვდება. სამწუხაროდ, ამ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს გიორგი ჩაკვეტაძე.

თავიდან კი ითქვა, რომ გიორგი მომჯობინდა და შესაძლოა ეთამაშა კიდეც, მაგრამ ასე არ მოხდა. ჩაკვეტაძემ დეკემბერში მუხლი დაიზიანა, მკურნალობამ დრო წაიღო. ჩვენიანმა მოედანზე დაბრუნება ორჯერ სცადა – იანვარსა და აპრილში, მაგრამ ორივეჯერ გაუმიზეზდა და გაირკვა, რომ ოპერაცია სჭირდება.

19 წლის ქართველი ოპერაციას მალე გაიკეთებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩაკვეტაძე კლუბს კი არა, ვერც საქართველოს ნაკრებს დაეხმარება – გიბრალტართან და დანიასთან შესარჩევ მატჩებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები