სოფელ ჩალაუბანში 4 კმ-იანი გზის მონაკვეთს რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
როგორც ”ფორტუნას” რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, აღნიშნული გზა 70-იანი წლების შემდეგ არ შეკეთებულა, რის გამოც ის მწყობრიდან იყო გამოსული და სოფლის მოსახლეობას გადაადგილების პრობლემებს უქმნიდა.
პროექტის ფარგლებში, დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყო სანიაღვრე არხები, მოსახლეობისთვის გაკეთდა ეზოში შესასვლელები.
პროექტის ღირებულება 950 675 ლარია და მუნიციპალური განვითარების ფონდმა ის მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განახორციელა. სამშენებლო სამუშაოზე 40 ადამიანი იყო დასაქმებული.
როგორც უწყებაში აცხადებენ, გზის რეაბილიტაციის შედეგად, ჩალაუბნის 1200-მდე მცხოვრები უსაფრთხოდ და კომფორტულად შეძლებს გადაადგილებას.