ჩარლი შინმა, რომელმაც გასული წლის შემოდგომაზე აღიარა, რომ აივ ინფიცირებულია, საკუთარი ავტომობილის გაყიდვის შესახებ განცხადება გააკეთა. მსახიობი თავის ლუქს კლასის ტყვიაგაუმტარ Maybach Landaulet 62S-ს ყიდის.
განცხადების შესახებ ცნობილი eBay-ს ინტერნეტ-აუქციონზე გახდა. მანქანის თავდაპირველი ფასი 200 დოლარი იყო, თუმცა, ამ დროისთვის ის 24 ათას დოლარამდეა გაზრდილი.
თავად შინი კი მანქანიდან 325 ათას დოლარს მოელის.