ჭავჭავაძის გამზირისა და წყნეთის გზატკეცილის დამაკავშირებელ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, გზა 29 დეკემბერს, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე გადაიკეტება.
”გზის კაპიტალური მშენებლობის გამო, ჭავჭავაძის გამზირისა და წყნეთის გზატკეცილის დამაკავშირებელ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. აღნიშნულ მონაკვეთზე საგზაო სამუშაოებს კომპანია „ენკო“ 9 დეკემბრიდან აწარმოებს. სამუშაოების შესრულების ვადად 120 დღეა განსაზღვრული”,- განაცხადეს თბილისის მერიაში.
ცნობისთვის, აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა 24-25 დეკემბერსაც შეიზღუდა. მაშინ მერიაში განაცხადეს, რომ მოძრაობის შეზღუდვა საგზაო სამუშაოების გამო სხვა დროს აღარ გახდებოდა საჭირო.