LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩეხებს ერთი თვით ველოსიპედზე გადაჯდომა შესთავაზეს

119
ჩეხებს ერთი თვით ველოსიპედზე გადაჯდომა შესთავაზეს

ჩეხეთში ისევ დაიწყეს საერთო საზოგადოებრივი გამოწვევა, რომლის მონაწილეებიც ერთი თვის განმავლობაში სამსახურებში თუ სასწავლებლებში ველოსიპედით ივლიან.

გამოწვევა გათვლილია როგორც ინდივიდუალურ მონაწილეებზე, ასევე 2-5 ადამიანისგან შემდგარ ჯგუფებზე. თითოეული მონაწილე თავისი ველო მოგზაურობის შესახებ მონაცემებს სპეციალურ აპლიკაციაში შეიყვანს და სხვა მოხალისეების პროგრესსაც დააკვირდება. საბოლოო ჯამში იმ ადამიანებს შორის, ვისი მოგზაურობების 66% ველოსიპედთან იქნება დაკავშირებული, სპეციალურ პრიზებს გაათამაშებენ.

ორგანიზატორთა ჩანაფიქრით, გამოწვევამ ადგილობრივებს ავტომობილზე უარის თქმის მოტივაცია უნდა მისცეს და ცხოვრების ჯანსაღი წესის არჩევისკენ უბიძგოს.

ინიციატივა წელს მეთოთხმეტედ ჩატარდება. გასულ წელს მასში მონაწილეობა ჩეხეთის სხვადასხვა ქალაქში მცხოვრებმა 25 ათასმა ადამიანმა მიიღო. პროექტის დასრულების შემდეგ ბევრმა მათგანმა ველოსიპედის აქტიური გამოყენება განაგრძო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები