ჩეხეთი ღვინის ველო ტურნირს უმასპინძლებს. უცნაური მარათონი 29 აპრილს, მორავიას რეგიონში დაიწყება და მის მონაწილეებს საშუალება ექნებათ, რომ რამდენიმე მარანი მოინახულონ და უგემრიელესი ღვინოები დააგემოვნონ. პორტალ „iLoveCz“-ის ცნობით, ტურნირის მონაწილეებს შეეძლებათ, რომ 6 განსხვავებული მარშრუტიდან ერთ-ერთი აირჩიონ და 26-დან 66 კილომეტრამდე მანძილი დაფარონ.
საინტერესოა, რომ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღებას ფეხით მოსიარულეებიც შეძლებენ და მათთვის 2 ტრასაა მომზადებული. ღვინის მარათონს შეუერთდებიან ასევე ბავშვებიც და მათ უალკოჰოლო ღვინით გაუმასპინძლდებიან.