ჩეხეთის რესპუბლიკამ საერთაშორისო ჯილდო – „უსაფრთხო მოგზაურობის ნიშანი“ მიიღო. საპატიო სტატუსს ტურიზმისა და მოგზაურობის მსოფლიო საბჭო (WTTC) ყოველწლიურად გასცემს. ამიერიდან ჩეხეთი მოგზაურობისთვის უსაფრთხო დანიშნულებად ჩაითვლება.
აღსანიშნავია, რომ Safe Travels-ის ნიშნის მიღება ტურისტულ სფეროში მოღვაწე ბიზნესმენებსა და ასოციაციებსაც შეუძლიათ. ამისთვის მათ ოფიციალურ საიტზე სპეციალური ფორმა უნდა შეავსონ და ნიშნის გამოყენების რეკომენდაციებსაც იქვე გაეცნონ.
„უსაფრთხო მოგზაურობის“ ჯილდოს მთელ მსოფლიოში მოღვაწე დანიშნულებები და კომპანიები იღებენ იმისთვის, რომ ჯანმრთელობისა და ჰიგიენის სფეროში არსებული გლობალური რეკომენდაციები გაითვალისწინეს.
რაც შეეხება ჩეხეთს, ახალი სტატუსი ქვეყანას საშუალებას მისცემს რომ ტურისტები უფრო მეტი ქვეყნიდან მიიღოს.