„ქსოვრელების“ ახალგაზრდა მომღერალი, გიორგი შოშიტაშვილი და მისი მეუღლე, სალომე ვარდიაშვილი რამდენიმე დღის წინ მშობლები გახდნენ – წყვილს ბიჭი შეეძინა.
„დაიბადა მამას ბიჭი“ – „ქსოვრელების“ მომღერალ გიორგი შოშიტაშვილს შვილი შეეძინა
სალომე ვარდიაშვილი, ახალშობილის ფოტოს საკუთარ გამომწერებს სოციალურ ქსელში უზიარებს და მოქალაქეებს კეთილი სურვილებისთვის მადლობას უხდის:
„ჩემი ცხოვრების ორი გიო, ჩემი ორი ბედნიერება, ჩემი უფლის საჩუქარი. ყველაზე ძვირფასი ჩემი გიო [გიორგი შოშიტაშვილი] და ჩვენი ბედნიერების გვირგვინი პატარა გიო.
მადლობას გიხდით, კეთილო ადამიანებო კეთილი სურვილებისთვის. ჩვენ კიდევ უფრო შეგიყვარებთ და ყველას სიკეთით დაგიბრუნებთ თითოეულ ლამაზ სიტყვას, თქვენს მხარდაჭერას. გვიყვარხარ“, – წერს სალომე ვარდიაშვილი სოციალურ ქსელში.
ჩემი ცხოვრების ორი გიო ♥️♥️ჩემი ორი ბედნიერება🥰🥰ჩემი უფლის საჩუქარი🙏🙏ყველაზე ძვირფასი ჩემი გიოGiorgi Shoshitashvili♥️და…
Posted by Salome Vardiashvili on შაბათი, 09 აგვისტო, 2025