სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ ახალი სეზონის მაყურებელი, როგორც ჩანს, უკმაყოფილოა ფილმის განვითარებით. ეს გამორჩეულად გუშინდელი სერიის ეთერში გასვლის შემდეგ გამოჩნდა, რომელიც ძირითადად, კატოსა და კოტეს ურთიერთობაზე იყო ორიენტირებული. სერიალის „ფეისბუქის“ გვერდზე კრიტიკული კომენტარების მთელი კასკადი მაშინ წამოვიდა, როდესაც გუშინდელი სერია დადეს.
მაყურებელი წერს: „ძალიან უინტერესოდ ვითარდება მოვლენები. ცოტნე მაინც სცემოს ვინმემ. მაინც ყველა მაგას ერჩის“, „ამასთან შედარებით, „სვარკის“ ყურება უფრო საინტერესოდ მეჩვენება“, „ამ სერიის შინაარსი იყო უაზრო და დამღლელი, მოსაწყენი.. 🙁 უკეთესი სცენარი მოიფიქრეთ, თორემ ერთ სერიაში მიშკას და ჩაქუჩას პრობლემები, პრეტენზიული კატო და მისი უემოციო ქმარი, გოგოების უინტერესო ტექსტები, ისევ ცოლების სადღეგრძელოები – მეტისმეტია…“, „ძალიან უინტერესო გახდა სერიალი.ეს კატო ან ცოტა აზრზე მოიყვანეთ,ან მოაშორეთ საერთოდ…“, „კატოს ეს პოსეიდონი და გმირი მამის გაცილება თითიდან გამოწოვილი მეჩვენა…“, „ოო, ეს სეზონი მართლა ვერ ქაჩავთ, რაღაც უინტერესო გახდა სერიალი“, „ძალიან აბანძებთ კატოს, არადა, მაგარი პერსონაჟია, შეცვალეთ სცენარი და შეარიგეთ ქმართან“, „ეს ხალხი გამაგიჟებს, რა. ჯერ ლელა არ გვინდა ბანძიაო კატო დააბრუნეთო, ეხლა ესაა ბანძი სხვა მოიყვანეთო. რაც შეეხება სცენებს, ცოტა მეტი ჩაქუჩა და მიშკა გვინდა, რა, დავიღალეთ ამ კატოს ტრაკის ქიცინით ეს ხალხი“, „მაკას და დუდუს ხაზია საინტერესო“…
მიუხედავად კრიტიკისა, სერიალის რეიტინგს ჯერჯერობით მაყურებლის ასეთი განწყობა არ ეტყობა და ის რჩება რეიტინგულ ტელეშოუებს შორის.