რადიო „არ დაიდარდოს“ და გადაცემას „პრემიერა თაკოსთან“ ელდარ და ირმა შოშიტაშვილები სტუმრობდნენ. გადაცემაში სიმღერის „მამა-შვილობა“ პრემიერა შედგა.
ირმა, მოგვიყევი შენს მუსიკალურ კარიერაზე.
ირმა: ჩემი კარიერა, ასე ვთქვათ, ამ ახალი დუეტით დაიწყო. სტარტი ჩვენი ეს დუეტი იქნება, შემდეგ, უკვე სოლო კარიერით წარვდგები. ზოგადად, ძალიან ბევრი სიმღერა მაქვს შესრულებული, ამასთან ერთად მუსიკის პედაგოგიც ვარ.

როგორც პედაგოგი როგორ შეაფასებდი, როგორი თაობა მოდის?
ირმა: სხვათა შორის, კარგი თაობაა, ძალიან დაინტერესებულები არიან, ძალიან პატივს სცემენ ქართულ სიმღერას. უფრო მთის სიმღერები მოსწონთ.
ვისაუბროთ თქვენს ახალ ნამუშევარზე, როგორ გადაწყდა დუეტის ჩაწერა?
ირმა: დიდი ხანია, გვინდოდა დუეტის ჩაწერა. გვინდოდა, რომ რაღაც ჩვენთვის დაწერილი, ახალი სიმღერა ჩაგვწერა. სიმღერა ნანა ცინცაძის ლექსზე დაიწერა. მუსიკა ლანდერ დევიძემ დაწერა. სიმღერა ხვიჩა ხარაიშვილის სტუდიაში ჩავწერეთ. არაჩვეულებრივი ნამუშევარი გამოვიდა, მე ძალიან მომწონს, კმაყოფილი ვარ.

ვინც მოისმინა დუეტი, როგორი შეფასება მოჰყვა?
ირმა: სატელევიზიო პრემიერა უკვე გვქონდა და დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მაყურებელს ძალიან მოეწონა.
ელდარ შოშიტაშვილი & ირმა შოშიტაშვილი – მამაშვილობა
გადაცემის აუდიოჩანაწერი