LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემი საქართველო ეს არის: ევროპაში უნდა დავრჩეთ

39

საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტზე მეორე მატჩი მოიგო. ჩვენმა გუნდმა მასპინძელი დაამარცხა ძალიან მნიშვნელოვან, დრამატულ შეხვედრაში – 104:91. ანგარიშმა შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს, რადგან ძირითადი დრო ფრედ დასრულდა – 89:89. ეს 13-ქულიანი უპირატესობა ოვერტაიმისაა. და არის სამართლიანი. მატჩის დასრულებამდე წამით ადრე მსაჯებმა ვერ გაბედეს ფაჩულიაზე ჯარიმა დაეფიქსირებინათ და დამატებითი დრო დანიშნეს. სამართალმა ხუთწუთეულში მაგრად იზეიმა.

საზეიმოდ ჩვენ ჯერ საქმე არ გვაქვს. ბოლო მატჩი გველის ძლიერ იტალიასთან. თუ ვერ მოვიგეთ, შეიძლება ვერც გავიდეთ პლეი-ოფში, ეს დამოკიდებულია ჩვენს შემდეგ უკრაინა-ისრაელის თამაშის შედეგზე.

რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, ეს იყო ყველაფერი – ბრძოლა, ნერვები, ჟინი, ოსტატობა, შეცდომები – აი რატომ უყვარს ადამიანს სპორტი. მსგავსი დრამატული თამაშები ხშირი არ არის და ეს მოგებაც ოქროს ასოებით ჩაიწერება ქართული კალათბურთის ისტორიაში.


საქართველომ ეს ხომ ევროპის ჩემპიონატზე გააკეთა.
მართლაც დასანანი იქნება, რომ ვერ გავიდეთ მერვედფინალში და ვერ გავაგრძელოთ ევროპაში ყოფნა.
ყოჩაღ ბიჭებო!

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები