LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემი საქმე ცუდად მიდის: უკმაყოფილო ჯანო ანანიძე ტონუსს კარგავს

51

საქართველოს ნაკრების და “სპარტაკის” ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ მოსკოვური კლუბის ოფიციალურ ვებგვედს ვრცელი ინტერვიუ მისცა.

ანანიძემ აღნიშნა, რომ ამჟამდა მის მდგომარეობას დადებითად ვერ აფასებს, რადგან სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობა აქვს.

“უთამაშებლობის გამო თავს ცუდად ვგრძნობ, მაგრამ შემადგენლობას მწვრთნელი ასახელებს, ეს მისი გადასაწყვეტია. ფეხბურთი ჩემთვის ყველაფერია და სწორედ ამიტომ ყოველთვის 150 პროცენტით ვიხარჯები. ჩემი საქმე შეტევა, მეტოქეების მოტყუება და მომენტების შექმნაა…

ამჟამად კი ჩემთვის საქმე ცუდად მიდის და ტონუსს ვკარგავ, რის გამოც მოგვიანებით თამაშში დაბრუნება გამიჭირდება.

მხოლოდ მაშინ ვარ კმაყოფილი, როდესაც თამაში მიწევს. ჩემმა მეგობრებმა და ნათესავება იციან, რომ მატჩის შემდეგ მხოლოდ მაშინ უნდა დამირეკონ, თუ კარგ შეხვედრას ჩავატარებ, წინააღმდეგ შემთხვევაში ლაპარაკიც ხასიათზეც კი არ ვარ”, – განაცხადა ჯანომ და რუსეთის ჩემპიონობის შემდეგ მის ცხოვრებაში მომხდარ ცვლილებებზე ისაუბრა.

 

“ადრე ქუჩაში 3-4 ადამიანი თუ მცნობდა, ახალა კი ცენტრში სეირნობის დროს საკმაოდ ბევრი ადამიანი მოდის ფოტოს გადასაღებად. “სპარტაკის” ჩემპიონობას საქართველოში ჩემი მეგობრებიც ხმაურიანად აღნიშნავდნენ. ათი წელია “სპარტაკში” ვარ და ამ გამარჯვებამდე დიდხანს მივდიოდი. 4 წლიდან ვთამაშობ ფეხბურთს და 24 წლის ასაკში ისეთი დიდი ქვეყნის ჩემპიონი გავხდი, როგორიც რუსეთია და ეს ყველაფერი ლეგენდარულ და ტიტულოვან “სპარტაკთან” ერთად მოვახერხე. ეს ტიტული განსაკუთრებით მამაჩემს გაახარებდა და გამარჯვებას სწორედ მას მივუძღვენი. მას სიზმარში ხშირად ვხედავ. ბოლოს მითხრა, რომ ჩემი ძმისთვის მიმექცია ყურადღება, რომელიც ამჟამად საქართველოში ვარჯიშობს”, – აღნიშნა ანანიძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები