LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემო პირველო სიხარულო და ბედნიერებავ… რა აზრი ჰქონდა ცხოვრებას შენამდე… 33 წელია მიყვარხარ და სულ მეყვარები“ – თეა დარჩიას ემოციური მილოცვა შვილს, მარიამ მათიაშვილს

201
1000023234

დღეს, 28 აგვისტოს „სუხიშვილების“ მოცეკვავე, მარიამ მათიაშვილი 33 წლის გახდა. მარიამს დედა, ცნობილი ქორეოგრაფი – თეა დარჩია დაბადების დღეს ემოციურად ულოცავს.

„ჩემო პირველო სიხარულო და ბედნიერებავ, ჩემო ანგელოზო, 20 წლის ვიყავი, რომ გამიჩნდი, ომის გამო ყველა სამშობიარო დაკეტილი იყო ერთის გარდა და მეთერთმეტე ვიწექი პალატაში, რომ მოგიყვანეს ტოლმასავით გახვეული დიდი ლოყები და უზარმაზარი თვალები გიჩანდა მხოლოდ. ჩაგიწვინე მუხლებში და საათობით გიყურებდი, სიხარულის და ბედნიერების ცრემლები მცვიოდა და ვფიქრობდი, ნეტა, რა აზრი ჰქონდა ცხოვრებას შენამდე. 33 წელია მიყვარხარ და სულ მეყვარები, სანამ პირში სული მიდგას და მერეც მეყვარები უსასრულოდ. ბედნიერებას გისურვებ და ულევ სიყვარულს, ჩემი სიამაყე, სიმშვიდე და იმედი ხარ შენ… გილოცავ დაბადების დღეს და მომავალი პატარა ანგელოზი გოგოს დედობას. მაშინ, კი ბოლომდე მიხვდები რა ძლიერად მიყვარხარ“ – წერს თეა დარჩია სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები