LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ჩემო ტკბილო სამშობლო, შენთან ვართ ყოველთვის, სადაც არ უნდა ვიყოთ”

86

Ardaidardo.Geქართველი მომღერალი ნუცა შანშიაშვილი, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს, თბილისურ ტრაგედიას ეხმაურება და დაზარალებულთა დასახმარებლად საქველქმოქმედო კონცერტში იღებს მონაწილეობას. ნუცა შანშიაშვილსა და მის ამერიკელ და ქართველ მომღერლებსა და მუსიკოსებს ბრუკლინში მდებარე რესტორანი ”პასაჟი” უმასპინძლებს, რომელიც ღონისძიებას ”ფეისბუქის” გვერდზე რუსულ, ქართულ და ინგლისურ ენებზე აანონსებს. ნუცასთან ერთად სალომე ქათამაძე და ნიკო ნადირაშვილი იმღერებენ. ბილეთის ფასია 60 დოლარი. მასში შედის ალაფურშეტი და შუშხუნა ღვინო. შემოსული თანხა მთლიანად სტიქიისგან დაზარალებულ ოჯახებს გადაერიცხება. საქველმოქმედო კონცერტი 26 ივნისს ადგილობრივი დროით საღამოს 19:30 საათზე დაიწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები