LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემპიონი სანტა კლაუსები: ლადო და გენო გორში ჩავიდნენ და ბავშვები გაახარეს

pjimage-11

შობა-ახალი წელი დგება და როგორც მთელ მსოფლიოში ხდება, ცნობილი ადამიანები სხვადასხვა საქველმოქმედო აქციებში ერთვებიან. სპორტსმენები ძირითადად ბავშვებთან მიდიან ხოლმე. წლებია ამას აკეთებს „ლივერპული“, „მანჩესტერ სიტი“, ცალკე აღებული წარმატებული სპორტსმენი და მსგავსი მაგალითების მოყვანა საქართველოშიც მრავლად შეიძლება. ეს სასიამოვნო ტრადიცია კი გრძელდება.

ჩვენი სახელოვანი მოჭიდავეები ლადო ხინჩეგაშვილი და გენო პეტრიაშვილი (კალათბურთელი ნიკა დარბაიძეც ახლდათ) გორში ჩავიდნენ და რამდენიმე სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ: ბუნებრივია ჩემპიონებმა ბავშვებს ახალი წელი მიულოცეს და ტკბილეულითაც დაასაჩუქრეს.

იდეის მიზანი სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა.

იმედია მათ სხვებიც აუბამენ მხარს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები