ჩემპიონთა ლიგის ფინალში „საუთჰემპტონის“ 8 ყოფილი ფეხბურთელია.
რამდენი მათგანი ითამაშებს, ამას მწვრთნელები გადაწყვეტენ, მაგრამ თავად ფაქტი და რიცხვი უკვე შთამბეჭდავია.
„ლივერპული“ – ადამ ლალანა, ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი, სადიო მანე, დეიან ლოვრენი, ვირხილ ვან დეიკი.
„ტოტენჰემი“: პაულო გასანიგა, ტობი ალდევეირელდი, ვიქტორ ვანიამა.
ეს ყველაფერი არ არის: „ტოტენჰემს“ წვრთნის მაურისიო პოჩეტინო – „საუთჰემპტონის“ ყოფილი ქოუჩი.
რომელი „საუთჰემპტონი“ მოიგებს?