LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემპიონთა ლიგის ჰიმნს ბოჩელი იმღერებს: კიდევ რა იგეგმება ფინალზე

27

ანდრეა ბოჩელი ფინალური მატჩის დაწყებამდე ჩემპიონთა ლიგის ჰიმნს შეასრულებს.
როგორც ჩანს, ლეგენდარულ ტენორს მოეწონა ფეხბურთზე სიმღერა.

მოგეხსენებათ, შაბათს, მილანის ”სან სიროზე” ჩემპიონთა ლიგის ფინალია, რომელშიც ერთმანეთს მადრიდული გრანდები – ”რეალი” და ”ატლეტიკო” შეასკდებიან.

”ჩემთვის დიდი პატივია მონაწილეობა მივიღო ასეთ დიდებულ ღონისძიებაში. ბავშვობიდან ვარ ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი. ვეცდები, რაც შეიძლება კარგად შევასრულო ჰიმნი, რათა ამგვარად მადლობა გადავუხადო მათ, ვინც ამხელა ნდობა გამომიცხადა”, – თქვა ბოჩელიმ.

საოპერო მომღერლამდე კი სცენაზე გამოვა ამერიკელი მომღერალი ალიშა ქისი.

ჩემპიონთა თასს პუბლიკას წარუდგენენ ფინალური მატჩის ელჩები, ”ინტერის” და ”მილანის” ლეგენდები – ხავიერ ძანეტი და ფრანკო ბარეზი.
შეგახსენებთ, მაისის დასაწყისში ანდრეა ბოჩელიმ ”ლესტერის” ინგლისის ჩემპიონობის ზეიმზეც იმღერა.
12 წლის ასაკში ანდრეამ ნაწილობრივ დაკარგა მხედველობა მას შემდეგ, რაც თავში ფეხბურთის ბურთი მოხვდა. მოწიფულ ასაკში კი მთლიანად დაკარგა მხედველობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები