LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემპიონთა ლიგის პირველივე დღე გამორჩეულია

14

დღეს სრულიად საფეხბურთო სამყარო ზეიმობს. თბილისის დროით 22:45 საათზე

უეფას ჩემპიონთა ლიგის 2015-2016 წლების სეზონი იწყება.

როგორც იცით მიმდინარე წლიდან უეფამ ახალი კანონი აამოქმედა. პირველ კალათში მხოლოდ შიდა ჩემპიონატის გამარჯვებულები მოხვდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ რამდენიმე მაღალი დონის კლუბი 1 ჯგუფში მოხვდა.  უეფას უმთავრესი ტურნირი კიდევ უფრო სანახაობრივი გახდება.

დღევანდელი დღის ცენტრალური შეხვედრა მანჩესტერში გაიმართება, ”სიტი” ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის ფინალისტს ტურინის ”იუვენტუსს” უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ”სიტი” საუცხოო ფორმაშია, ”ქალაქელები” პრემიერლიგის ერთპიროვნული ლიდერები არიან 5-დან 5 მოგებითა და 0 გაშვებული გოლით.

სერია ა-ს მოქმედმა ჩემპიონმა კი სეზონი კატასტროფულად დაიწყო, ”ბებერი ქალბატონის” ანგარიშზე 3 მატჩში მხოლოდ 1 ქულაა, რაც ტურინელთა ისტორიაში ყველაზე ცუდი  შედეგია.

დღეს კიდევ 7 შეხვედრა გაიმართება.

რეალი – შახტარი

გალათასარაი – ატლეტიკო

პსვ – მანჩესტერი

სევილია – გლადბახი

ვოლფსბურგი – ცსკა

ბენფიკა – ასტანა

პსჟ – მალმო

ასე, რომ ფეხბურთის გულშემატკივრების 111 დღიანი ლოდინის შემდეგ უეფას ჩემპიონთა ლიგა ბრუნდება.