LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Chery-მ 7 კროსოვერისგან კოშკი ააგო, რატომ?

124
chery

კომპანია Chery-მ 7 კროსოვერისგან კოშკი ააგო. საქმე ისაა, რომ შვიდ სართულიანი კონსტრუქცია ელექტრომობილის eQ7-ის სარეკლამო კამპანიის ნაწილია. ინსტალაცია 2 ამწის დახმარებით შექმნას და ამასთან, ყველა მანქანა მაქსიმალურად იყო დაზღვეული. საოჯახო კროსოვერმა თავის წონაზე 6-ჯერ უფრო მეტ დატვირთვას უპრობლემოდ გაუძლო, რაც ალუმინის პლატფორმის გამძლეობის დემონსტრირება იყო.

Chery-მ სინამდვილეში Volvo-ს ოინი გაიმეორა. შეგახსენებთ, რომ შვედური კომპანია უკვე 30 წელზე მეტია თავისი მსუბუქი თუ სატვირთო ავტომობილების შესაძლებლობებს საკმაოდ სანახაობრივად წარადგენს ხოლმე. Chery-ს პორტფოლიო არც თუ ისე მდიდარია, თუმცა შესაძლოა ჩინელებმა რეკლამის მიმართ მეტი კრეატივი გამოავლინონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები