გერმანულმა ტიუნინგ ატელიემ ლეგენდარული ამერიკული მასელქარის 50 წლის იუბილე 630 ძალიანი კუპეს მომზადებით აღნიშნა.
ატელიე GeigerCars-მა ევროპის ბაზრისთვის განსაკუთრებული Chevrolet Camaro მოამზადა. ახალმა ვერსიამ სახელწოდება Supercharged 630 მიიღო.
მთავარი ცვლილებები ავვტომობილის ტექნიკურ მხარეს შეეხო. Chevrolet Camaro-ს ფორსირებული ძრავი ნულიდან ას კილომეტრს 3,9 წამში ავითარებს, მაქსიმალური სიჩქარე კი 305 კილომეტრ/საათი გახლავთ.
Chevrolet Camaro Supercharged 630-მა ასევე აგრესიული შესახედაობა, ლუქი, სპორტული გამონაბოლქვის სისტემა, Brembo-ს მუხრუჭები და აუდიო და მულტიმედია სისტემაც მიიღო.